logo
ENG



ერდოღანი უკრაინაში ომზე: დასავლურმა ძალებმა არ გადადგეს სერიოზული, გადამწყვეტი ნაბიჯები

25 თებ 202216:58
3 წუთის საკითხავი
 
ერდოღანი უკრაინაში ომზე: დასავლურმა ძალებმა არ გადადგეს სერიოზული, გადამწყვეტი ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას NATO-სა და დასავლური ქვეყნებისგან, მნიშვნელოვანი რეაქცია არ მოჰყოლია.

ერდოღანი თურქულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ომი დასავლეთის მხრიდან ფაქტის "გმობის კორიანტელად" არ უნდა იქცეს და დასავლური ძალების მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 

„ეს არ უნდა იქცეს დაგმობების კორიანტელად. NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაედგა. ევროკავშირმა და ყველა დასვლურმა ძალამ არ აჩვენა სერიოზული გადამწყვეტი ნაბიჯები, ისინი ყველა მუდმივად რჩევებს აძლევენ უკრაინას.

შეუძლებელია, შედეგებამდე მხოლოდ რჩევებით მიაღწიო. როცა ვუყურებთ გადადგმულ ნაბიჯებს, რეალურად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“ - აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ პარასკევს ჩანიშნულ NATO-ს სამიტზე ალიანსი რუსეთის მიმართ მეტად შეუპოვარ მიდგომებს აირჩევს.

დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ამგვარ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა