logo
ENG



ერდოღანი ქურთ მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

05 ნოე 201918:09
3 წუთის საკითხავი
 
q08rlmpwwotqbmt.png

თურქეთის პრეზიდენტი ქურთ მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უსაფრთხო ზონაში მდებარე ორ ქალაქში ქურთთა დაჯგუფებები კვლავ იმყოფებიან და ამერიკელებთან ერთად პატრულირებას განაგრძობენ.

თურქეთის პრეზიდენტი შეერთებული შტატებისგან ახსნა-განმარტებას ელოდება. პარალელურად, თურქეთის ქვედანაყოფებმა რუს სამხედროებთან ერთად პატრულირება სირიის ჩრდილოეთით უკვე მეორე რაიონში დაიწყო. ამას ითვალისწინებს გარიგება, რომელიც თურქეთმა რუსეთთან გააფორმა. ოფიციალური ანკარა ვაშინგტონთანაც შეთანხმდა, რომ ცეცხლისშეწყვეტის სანაცვლოდ ამერიკელებს სასაზღვრო ზოლიდან ქურთი მებრძოლები უნდა გაეყვანათ.

  


close დახურვა