![o746fh7i7grssxj.jpg](/uploads_script3/news/o746fh7i7grssxj.jpg)
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, მანამდე თურქულმა სასამართლომ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმება დასაშვებად სცნო.
აია-სოფია ბიზანტიის იმპერიის დროს, 1 500 წლის წინ აშენდა როგორც მართლმადიდებლური ტაძარი, თუმცა ოსმალებმა ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს თურქეთმა მას მუზეუმის სტატუსი მიანიჭა.