logo
ENG



ერევანში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

14 აგვ 202221:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/14/0z9dt2kru9akk90.jpg

ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებს შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მედიკოსები ამბობენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 22 მოქალაქეს პირველადი დახმარება ჩაუტარდა და ისინი სახლებში გაწერეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სავარაუდოდ 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ შენობის ნანგრევებში ეძებენ. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია, თუმცა ადგილზე ისევ კვალია.

ერევანში, სავაჭრო ცენტრში Surmalu აფეთქება დღეს, დღის პირველ ნახევარშ მოხდა

 

 


close დახურვა