logo
ENG



#ერთადჩავატაროთბიაფი

14 სექ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

"ერთად ჩავატაროთ ფესტივალი"- ამ მოწოდებებით ვიდეო მიმართვებს სულ უფრო მეტი ხელოვანი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელი ავრცელებს, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც. კინო წულუკიანის მორიგი სამიზნე გახდა. სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა მრავალწლიანი ტრადიციის მქონე რამდენიმე კინოფესტივალს. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებზე სტუმრები უკვე მოწვეული ჰყავთ, მინისტრის გადაწყვეტილებამ კი ორგანიზატორების გეგმები თავდაყირა დააყენა, წულუკიანის უწყება არც დაფინანსებას და არც განმარტებებს იძლევა, თავად ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ეს კულტურული რეპრესიების გაგრძელებაა.


close დახურვა