logo
ENG



ერთი დღე მაიკ პომპეოს ვიზიტამდე

16 ნოე 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ხვალ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი,მაიკ პომპეო ჩამოდის. ხელისუფლების ოპონენტები მდუმარე აქცია -პერფორმანსს  მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე გეგმავენ.   ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მდუმარე ჯაჭვით მაიკ პომპეოს გაყალბებული არჩევნების შესახებ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ხმას მიაწვდიან. მდუმარე აქცია პერფორმანსს ის ოპოზიციური პარტიებიც შეურთდებიან, რომლებიც სახელმწიფო მდივნის აქციით დახვედრას  ეწინააღმდეგებოდენენ. მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ერთი დღით ადრე  საერთაშორისო ექსპერტებიც აფასებენ. მათი აზრით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გარდა,  საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხსაც შეეხება. 

 


close დახურვა