logo
ENG



ერთი კაცის მმართველობა კვლავ პრობლემურია - თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება

16 თებ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
09o1ryg7lhrjxb4.jpg

 

ქვეყანას მართავს არა კანონი, არამედ ერთი ადამიანის ნება - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ „თავისუფლების მონიტორის“ მიერ მომზადებულ ფილმს, რომელიც „ფორმულას“ ეთერში გავიდა.

ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, თუ როგორ ყიდულობს ივანიშვილი მიწებს საქართველოში საუკეთესო გამწვანებულ ადგილებში და როგორ იყენებს ხელისუფლება მის გავლენებს მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად.

თავისუფლებისმონიტორი მიუთითებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას პრობლემებს უქმნის.

ერთი კაცის მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, კონტროლი სახელისუფლებო შტოებზე, ბიზნეს-მონოპოლია, ოფშორული კომპანიები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზე საუბარიც „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟშია. "ფორმულანიუსის" ეთერში გუშინ გასულ 21-წუთიან საგამოძიებო რეპორტაჟში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და გავლენებს ეხებოდა, ოპოზიცია საგანგაშო სიგნალებს ხედავს.

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტების მიერ მოყვანილი ფაქტები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობის, რომლის უკან ოლიგარქი, საკუთარი ბიზნესინტერესებით დგას

ოპოზიცია ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაემორჩილონ არა ერთი კაცის ახირებებს, არამედ იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ოპოზიციონერები ასევე შიშობენ, რომ ივანიშვილმა შესაძლოა ფულის დაკარგვის შიშით, ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გატარება გაააქტიუროს.

ბრალდებებს არ პასუხობენ მმართველ პარტიაში. უცნობია ივანიშვილის პოზიციაც, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუებშიქართული ოცნების" თავმჯდომარეს არაერთხელ უთქვამს, რომ მას მხოლოდ პატრიოტული მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის კეთების სურვილი.

ის, რაც ივანიშვილისთვის პატრიოტული სულისკვეთებაა, ოპოზიციისთვის მონოპოლია და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ივანიშვილის კომპანიები მონოპოლიით სარგებლობენ, რამაც ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეამცირა

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი ფართოდ იყო წარმოდგენილი, რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში. ის ფლობდა წილს „გაზპრომშიც“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად იყენებს ევროპაში ხისტი პოლიტიკის გასატარებლად. ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. კერძოდ, ხსენებულ პერიოდში მან $2,6 მილიარდის მობილიზება შეძლო. ივანიშვილის ქონების ზრდის მეორე ტალღა 2012 წელს ემთხვევა.

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, მმართველი გუნდის ლიდერის ქონება 5,37 მილიარდ აშშ დოლარია. 

 


close დახურვა