logo
ENG



ერმაკის ცნობით, 31 დეკემბერს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 140 ადამიანი დაიხსნა

31 დეკ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/eo0fytzqxrfkl5u.png
Андрій Єрмак

31 დეკემბერს ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 140 ადამიანი დაიხსნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

„ეს კიდევ ერთი დიდი გაცვლაა, რომელიც განხორციელდა - 140 ადამიანი ბრუნდება სახლში. მათ შორის არიან დაჭრილები, ასევე მარიუპოლის მცვლელები, ზმეინის კუნძულის, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისეები სლავუტიაჩიდან და მამები და შვილები ვინც ტყვეობაში ერთად იყვნენ, ასევე ჩვენები ბახმუტის რეგიონიდან“ - წერს ერმაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის 132 კაცი და 8 ქალი, 22 ოფიცერი და 118 სერჟანტი და სამხედროა.

„ახალ წელს ჩვენ არა მხოლოდ მტრის სარაკეტო თავდასხმებს ვიგერიებთ, არამედ ჩვენს ხალხსაც ვიბრუნებთ“ - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის შედეგად დღეს რუსეთმა 82 სამხედრო დაიბრუნა. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 1 600-მდე ადამიანი დაიხსნა. სექტემბერში უკრაინამ აზოვის მცველები, ოქტომბერში კი 108 ქალი დაიხსნა.

14 დეკემბერს გაცვლის შედეგად კი უკრაინაში შეიარაღებული ძალების სამხედროები დაბრუნდნენ.


close დახურვა