logo
ENG



ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

13 ნოე 201916:39
3 წუთის საკითხავი
 
1cu45azqf6qc6oo.jpg

ახალი პრემიერისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ლევან იზორიას წარდგენის შემდეგ საბჭოს სხდომა პირველად იკრიბება. უკანონო ბორდერიზაციის, მოქალაქეების გატაცებისა და ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად, უსაფრთხოების საკითხებზე ერთადერთი სათათბირო ორგანო აქამდე არ შეკრებილა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ცალკეული დარგების განვითარება. მისივე თქმით, დღესდღეობით, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა ოკუპაციის საკითხია.

"უსაფრთხოება ამ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც კულტურას, ვერც განათლებას. საერთოდ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება პირობითი. ამიტომ კორდინირებული მუშაობა უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანია. ესაა უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიცია. ჩვენ უსაფრთხოების ნომერი პირველი ამოცანა, გამოწვევაა ოკუპაცია. ამაზე ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ფიქრობენ ყოველდღე და განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ადამიანებისთვის ეგ გამოწვევა უაღრესად კრიტიკულია,"-აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.


close დახურვა