საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონზე გაიტანა. ეროვნული ვალუტის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულებამ 24 მარტს 3.5 ლარი შეადგინა.