logo
ENG



ეროვნულ ბიბლიოთეკას დიდუბის მცხოვრებლებმა გამოფენის გახსნის საშუალება არ მისცეს

23 ოქტ 201920:38
3 წუთის საკითხავი
 
61trlp45neh83dc.jpg

„გადავარჩინოთ გერმანული სოფელი დიდუბეში“ - ამ სახელწოდებით გამოფენის გახსნის საშუალება ეროვნულ ბიბლიოთეკაში არქიტექტორ-რესტავრატორებს უბნის მოსახლეობამ არ მისცა.

ექსპოზიცია, რომელზეც დიდუბის რაიონში მდებარე გერმანული ისტორიული სახლების ფოტოები გამოიფინა, შოპენის სამგლოვიარო მარშის და ადგილობრივი მოსახლეობის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი თქმით, ის ოჯახთან ერთად 14 კვ.მ ფართში ცხოვრობს და 15 სხვადასხვა ოჯახთან ერთად საერთო საპირფარეშო აქვს. მისივე თქმით, ასეთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება წარმოუდგენელია და მოძიებულ ინვესტორს უნდა მიეცეს მათთან მოლაპარაკებების საშუალება.

უბნის იერსახის დაკარგვას ეწინააღმდეგებიან არქიტექტორები. 

„რა თქმა უნდა, მოსახლეობას არ აკმაყოფილებს ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც უწევთ ცხოვრება. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება - უნდა თუ არა ისტორიული სოფლის შენარჩუნება,“ - აცხადებს არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი. 

არქიტექტორები უბნის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითხოვენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი სახლების დანგრევა და ინვესტორების შემოყვანა სურს.  


close დახურვა