logo
ENG



ესენი არიან უსაქმურები - კალაძე ანას ბაღის აქტივისტებზე

23 მაი 202017:33
3 წუთის საკითხავი
clock 799

კახა კალაძე ანას ბაღში მიმდინარე მშენებლობის გამპროტესტებელ მოსახლეობას უსაქმურებს უწოდებს და ამბობს, რომ ბაღს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისის მერი აცხადებს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ბევრი სკვერი გადაურჩა მშენებლობებს და არც ანას ბაღს ემუქრება საფრთხე.

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი, ანას ბაღს საფრთხე არ ემუქრება - ჩემი მერობის დროს ძალიან ბევრი სკვერი გადავარჩინეთ. მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, ბაღთან შეხება არ აქვს - პირიქით, ის უფრო გაფართოვდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მოსახლეობა ანას ბაღის მიმდინარე ტერიტორიაზე მშენებლობას უკვე სამი წელია, აპროტესტებს. 

 


close დახურვა