logo
ENG



ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს, ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო, პოსტის დატოვება მოუწია

24 იან 202122:54
3 წუთის საკითხავი
 
ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს, ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო, პოსტის დატოვება მოუწია

ესპანეთის სამხედრო ძალების გენერალს, ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, მიგელ ანხელ ვილაროიას, კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწია. 

განცხადება მან 23 იანვარს დაწერა. 

საქმე კორონავირუსის ვაქცინას ეხება - როგორც ირკვევა, აცრა მან ურიგოდ გაიკეთა. 

ვილაროიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

"გენერალს არასდროს უსარგებლია უსამართლო პროვილეგიებით, რაც დააზიანებდა შეიარაღებული ჯარების იმიჯს და ეჭვქვეშ დააყენებდა გენერლის ღირსებას". - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მიგელ ანხელ ვილაროიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მას სწორად მიაჩნდა, თუმცა, შეიარაღებული ძალების იმიჯი დააზიანა. 

ამასთანავე, თავდაცვის მინსტრმა, მარგარიტა რობლესმა ვილაროიას განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა. თავად გენერალი მედიასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა.   

ესპანეთის მოქალაქეები მიგელ ანხელ ვილაროიას მიერ კორონავირუსის აცრის ურიგოდ გაკეთებამ აღაშფოთა. 


close დახურვა