ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაავრცელეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქალი, რომელსაც ვირუსის დიაგნოზი დაუდგინა 74 წლის იყო. მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რომელიც ვირუსის ფონზე გაურთულდა.
