ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ტოლედოს პროვინციაში, ლოს-იებენესსა და ურდას შორის მოხდა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მატარებლის ორი ვაგონი ფერდობზე გადავარდა, ერთ-ერთი ვაგონი კი მთლიანად დაიწვა.
ორ მატარებელში ჯამში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სამხედრო საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ.
ავარიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
