logo
ENG



ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქალი სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

02 აგვ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქალი სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მკვიდრი, ნაზი მეზვრიშვილია. შემთხვევა 27 ივლისს მოხდა.

დაღუპულის ოჯახის წევრის თქმით, ნაზი მეზვრიშვილი ესპანეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, ორივე დასაქმებული იყო, მოქალაქეობა ახალი მიღებული ჰქონდათ და ბავშვს ელოდებოდნენ. მეზობლების თქმით, ქალი სახლიდან დღისით გავიდა, საღამოს კი სკვერში იპოვეს.

მეზობლები აცხადებენ, რომ ნაზი მეზვრიშვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან "არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, ჰყავდა მეუღლე, იყო ფეხმძიმედ და ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი".

ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ესპანეთში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობიდან მეტ დეტალს ელოდება.

ფაქტი "ფორმულას" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

"ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყიფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. ამჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია", - აღნიშნავენ უწყებაში.


close დახურვა