logo
ENG



ესპანეთში შტორმმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

22 იან 202017:57
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში ძლიერმა შტორმმა უკვე 5 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით სანაპირო ზოლი დააზარალა. ბარსელონის სამხრეთით ძლიერმა ტალღებმა  ნაპირიდან 3 კილომეტრის სიღრმემდე მიაღწია და ყველაფერი ოკეანეში ჩაიტანა.

განადგურდა ბრინჯის პლანტაციები, ინფრასტრუქტურა და გზები. ასობით ოჯახს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შტორმი სახელად "გლორია" ესპანეთს თავს ორი დღის წინ დაატყდა და ქვეყნის სამი რეგიონი ბარსელონა, ვალენსია და ბალეარის კუნძულები დააზარალა. 


close დახურვა