გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ მორიგ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის ნაცვლად, კრიზისს ქმნის. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არც საერთაშორისო პარტნიორებს უსმენს და არც საზოგადოებას, რაც იზოლაციისკენ მიმავალი გზაა და მის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კიდევ უფრო ამცირებს.
„ძალიან ცინიკური და უპატივცემლო იყო განცხადება რაც გაკეთდა. ეს არის გაჯიქებული, ჯიბრში ჩამდგარი ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზის კიარ უნდა ქმნიდეს, უნდა წყვეტდეს დიალოგის გზით. როცა პროცესები ქუჩაში გადაისროლა და დამატებით პროვოცირებას ახდენს მსგავსი განცხადებებით, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის წინაპირობას ქმნის. ახლა ხელი ოპოზიციისკენ კიარ უნდა გაიშვიროს, თავის თავში უნდა ეძებოს პრობლემა. ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი და ცუდი დასასრულის ასოციაციას ქმნის. ტყუილია, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მიზეზს ეძებენ უარის თქმისთვის მიზეზი მოიგონონ. დასასვლელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ უსმენს და როცა არც მათ და არც ხალხს არ უსმენ, ეს არის იზოლაციისკენ მიმავალი გზა. თუ "ოცნება" ფიქრობს, რომ არავის უსმენს, მაშინ ეს კიდევ უფრო ამოკლებს მის ხელისუფლებაში ყოფნას, ვიდრე მას წარმოუდგენია“, - განაცხადა ბესელიამ.