logo
ENG



ეს იყო სილის გაწნა ქართული საზოგადოებისთვის - სამადაშვილი ოქრუაშვილის პატიმრობაზე

13 აპრ 202022:33
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის გაწნილ სილას უწოდებს სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის კიდევ ერთხელ შეუსრულებლობა მძიმე შედეგებს მოუტანს ხელისუფლებას.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ასეთი ქმედებები და ვიწროპარტიული გადაწყვეტილებები ის ფუფუნებაა, რაც ხელისუფლებას არ აქვს.

„ეს არის დემონსტრირება იმის, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას საზოგადოების მიმართ. ქვეყანა არის კრიზისში, ეს უფრო დამძიმდება და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, როგორ შეიქმნას გარემო, რომელიც სწრაფად დაგვაძლევინებს გამოწვევებს. ასეთ დროს შეთანხმების დარღვევა, ლიდერის დაპატიმრება სცდება ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს არის სილა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვნახეთ მათი პოზიცია ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზეც - ფაქტობრივად თქვეს, არ გვინდა თქვენი დაბრუნებულიყო. ჰგონიათ, საერთაშორისო პარტნიორებს არ ექნებათ რესურსი, მოსთხოვონ დაპირებების შესრულება და ასე მძიმე პოლიტიკური მომავალი ელის ხელისუფლებას, ჩვენ კი მძიმე ეკონომიკური მომავალი გველის. ახლა ეს არის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა - ვიწროპარტიული აზროვნება, რისი ფუფუნებაც არავის აქვს", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ხუთი წლით პატიმრობა დღეს, 13 აპრილს მიუსაჯეს. 

 


close დახურვა