ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა კორონავირუსის სახლში მკურნალობის მართვის სისტემაზე მუშაობს.
კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე ოჯახის ექიმები 112-ზე შესული ზარების მონიტორინგს ახორციელებენ და მოქალაქეების კონსულტაცია მიმდინარეობს. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ პრაქტიკის დახვეწის შემდეგ, ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობა იქნება მსუბუქი, ექიმები დისტანციურად უმკურნალებენ.
"მსგავსი პრაქტიკა არა ერთმა ქვეყანამ გამოიყენა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს დადებითი დინამიკა, რომ 112-ზე შემოსული ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება საკმაოდ კვალიფიციური კონსულატაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ ნელა დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპობრივად შევძლებთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზე გადასვლას. იმის მიხედვით თუ რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.