logo
ENG



ეტლით მოსარგებლე მოქალაქე წერს, რომ დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს

13 ივლ 202211:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/drmm01bbcoage8z.png

ეტლით მოსარგებლე მოქალაქე ოთო დარბაისელი Facebook-ზე წერს, რომ დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს.

მისი თქმით, უთხრეს, რომ, შესაძლოა, მინამ ეტლს ვერ გაუძლოს.

"120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ, შეიძლება, მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში, მარა ასე ძაანაც არა მგონი, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის  ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.

ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand-ის ბარიდან, სადაც რომ შევედი, გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები - არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობსთქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო, მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო, ვერ მივხდი ყველა ასე ხელში აყვანილი დაყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ. სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის, ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება", - წერს ის.


close დახურვა