logo
ENG



ეუთოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მისიის რამდენიმე წევრი დააკავეს

24 აპრ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/24/hasijch3xenk1fo.jpg

ეუთოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მისიის რამდენიმე წევრი დააკავეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახლა მუშაობენ, რათა გამოიხსნან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისუფლება დონეცკსა და ლუჰანსკში აღუკვეთეს

"ეუთო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ სპეციალური სადამკვირვბლო მისიის წარმომადგენლებს თავისუფლება აღუკვეთეს დონეცკსა და ლუჰანსკში. ეუთო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა იშუამდგომლოს მისი თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სპეციალური სადამკვირვებლო მისია ეუთოს შეუიარაღებელი, სამოქალაქო დივიზიაა, რომელიც აკვირდება და აღწერს ვითარებას კონფლიქტის ზონებში. 

მისია უკრაინაში 2014 წლიდან, მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფება. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დაიკავა დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი. 

2022 წლის 31 მარტიდან რუსეთმა განაცხადა, რომ ეუთოს მისიის 57 წარმომადგენელს მანდატი ამოეწურა. ეს ნიშნავს, რომ მისიის წევრებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის უფლება ჩამოერთვა. 

მიუხედავად ამისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მუშაობას აგრძელებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და აგროვებს ინფორმაციას რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების შესახებ. 


close დახურვა