logo
ENG



ექიმი: ვერ წარმომიდგენია 2 ათასი ისე განთავსდეს, რომ დისტანცია დაცული იყოს

16 აპრ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოსგან განსხვავებით მედიკოსებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან და მრევლის ტაძრებში მისვლასთან დაკვშირებით. რეკომენდაციების დარღვევების შემთხვევაში  ექიმები საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის თქმით, ახლა მთავარი სახლში დარჩენაა.

"ჩვენ უკვე კრიზისულ ფაზაში ვიმყოფებით, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. მე არ წარმომიდგენია 2 ათასი ადამიანი ისე განთავსდეს ეკლესიაში, რომ დაცული იყოს 2 მეტრიანი დისტანცია. მოვუწოდებ ყველას დარჩნენ სახშლი, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა სხვა ქვეყნებში",-განმარტავს ექიმი. 


close დახურვა