"ამ ორი წამლიდან ერთი საკმაოდ ეფექტურია",- ასე გამოეხმაურა ამერიკაში მცხოვრები ექიმი გიორგი კურდღელაშვილი დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულ ორ მედიკამენტს კორონავირუსთან საბრძოლველად. როგორც კურდღელაშვილი "ფორმულას" პირდაპირ ეთერში აცხადებს, ერთ-ერთმა წამალმა ეფექტური შედეგი აჩვენა.
"ამ ორი წამლიდან ყურადღებას გავამახვილებ ერთზე და ესაა ჰიდროქსინ ჰლოროფინი, რომელიც ამერიკაში შემოსულია 1955 წლიდან და მისი გამოყენება აშშ-ში არის ავტოიმუნური დაავადების საწინააღმდეგოდ. ის გამოიყენება ასევე მალარიის პროფილაქტიკისთვის. რაც შეეხება მეორე წამალს, ის არის ანტიმალარიული მედიკამენტი, თუმცა პირველ მედიკამენტს აქვს ნაკლები გვერდითი მოვლენა. თან უფრო შოვნადია და ალბათ უფრო ფართოდაც გამოიყენება. რაც შეეხება ეფექტურობას, ცნობილი ფრანგმა ინფექციონისტმა ჩაატარა კვლევა, რამაც აჩვენა საკმაოდ ეფექტური შედეგი აღმოჩნდა იმ მცირერიცხოვან პაციენტებში, რომლებთან ის მიიღეს. მოხდა მათი გამოჯანმრთელება",-განაცხადა გიორგი კურდღელაშვილმა.