logo
ENG



ექსპერტების გამოკითხვა მიხეილ სააკაშვილის პროცესზე

17 იან 202320:03
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეს დღეს ორმა მოწმემ დაუდასტურა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუსაბამოა. პატიმრის დატოვება სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობად განიხილება და დანაშაულია, - თქვა დღეს ემპათიის დირექტორმა სხდომაზე. მარიამ ჯიშკარიანის გამოკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პენიტენციური სამსახური არ ეთანხმება კომპლექსურ დასკვნას, რომელიც 20 დიაგნოზს აღწერს, მათ შორისაა დაუზუსტებელი დემენცია, კახექსია. შესაძლო ინტოქსიკაციით გამოწვეულ გართულებებზე გაამახვილა ყურადღება კიდევ ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა ჯეიმს კობიმ


close დახურვა