logo
ENG



ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

05 სექ 202615:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/05/5deryumeprg08uv.png

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

ფინანსთა სამინისტროს გამოძიების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მიმართა.

TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ შემოსავალს სთავაზობს. მასში საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული.

პლატფორმა კრიპტოვალუტით "ვაჭრობს" და წევრებს სწრაფ  შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა. 

გასული დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები თანხის გატანას ვერ ახერხებდნენ.

პროექტის ერთ-ერთ მთავარი ფიგურა "ჰენრი ჯონსია". პოლონური გამოცემა Bankier.pl "ჰენრი ჯონსს" "ადამიან-მოჩვენებას" უწოდებს და წერს, რომ მართალია TSQ მის ბიოგრაფიულ ცნობებს ავრეცელებს, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.


close დახურვა