პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელთან ამ წუთებში ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. კანონმდებლებს საქმიანობა აქციის, სირცხვილის დერეფნებისა და შეძახილების ფონზე უწევთ.
როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ მთავარი მოთხოვნა პროპროციულ არჩევნებთან დაკავშირებით შესრულებული არ იქნება.
"ჩვენი აღშფოთება არის ის, რომ არ სრულდება საზოგადოების დაკვეთა. რადგან ივანიშვილმა მთელი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ვადამდელი არჩევნებიც რომ დაინიშნოს, ის აუცილებლად დამარცხდება. მათ აქვთ იმედი ზეწოლის და ა.შ. რაც მოხდა საპრეზიდეტო არჩევნების დროს. თუმცა ახლა პირველივე ტურში დასრულდება ყევლაფერი. იქამდე ვნახოთ როგორ გაუძლებენ საზოგადოებისა და დასავლეთის პროტესტს",-განმარტავს გიგა ბოკერია.
გიგი უგულავა კი ხელისუფლების დღევანდელ მდგომარეობას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი თავის ხალხს ემალება.
"უმრავლესობა სასაცილო მდგომარეობაშია. უცებ დაინიშნა შეხვედრა. სანამდე უნდა ითამაშონ ეს დამალობანა?! არ არის პრობლემა. გაბრაზებული ხალხის ხმა ყოველთვის მიწდვება, ამიტომ გამოსავალია შეიცვალოს გადაწყვეტილება, რაც შეურაცხმყოდელია ყველასთვის. სამართლიანი არჩევანი სჭირდება ყველას, მათ შორის აქ მყოფ პოლიციასაც",-განმარტავს გიგი უგულავა.