logo
ENG



ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

26 თებ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება.

როგორც მერაბიშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ის პოლონეთის სეიმის მიწვევით, სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შემდეგ, ყოფილი პრემიერი პოლონეთში გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს.

პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 20 თებერვალს .. მატროსოვის ციხე დატოვასაპატიმროს დატოვების შემდეგ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან რამდენიმე განცხადებაც გააკეთა. მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ის ასევე მიესალმება ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს. ყოფილ პრემიერს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რომელ პარტიას შეუერთდება, თუმცა განაცხადა, რომ ყველა გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.  

 


close დახურვა