logo
ENG



ვაპირებთ ყველა შესასვლელის პიკეტირებას - 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია დაანონსდა

14 ნოე 201913:49
3 წუთის საკითხავი
 
lnpxw0anw1fz5yc.png

პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება იწყება. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყველა შესასვლელის პიკეტირებას აპირებენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 19:00 საათზე დღეს პარლამენტთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ გარეთ გამოვიდეთ და აქციაში მიიღონ მონაწილეობა. 

"მოძროაბები შევთანხმდით, რომ მთელი დღე აქ ვიყოთ. ვაპირებთ, რომ ყველა შესასვლელის პიკეტირება მოვახდინოთ. 19:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიანი აქცია. გამოდით გარეთ, ერთად დავუდგეთ რუსულ ხელისუფლებას, კოლაბორაციონალისტებს. ჩამოდით დედაქალაქში, რათა დავიწყოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

გარდა ამისა, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" Facebook-ზე აქციის ანონსს ავრცელებს. 

"დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოწყობილი ცირკი. ვნახეთ, როგორ ცდილობს ის ძალაუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა ძალაუფლების დათმობა, რისთვისაც ის მზად არ არის! მაგრამ ჩვენ, ხალხი ვართ მზად, დავიბრუნოთ პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ჩვენი ქვეყანა! ახლა, ამ მომენტში არსებობს ერთადერთი სწორი ნაბიჯი: პარლამენტთან მისვლა და იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის!", - წერია ღინისძიების ანონსში. 

 

 


close დახურვა