logo
ENG



ვაპროტესტებთ ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას-აქცია პარლამენტთან

23 ოქტ 201910:41
3 წუთის საკითხავი
 
ae54k3fbfd4i2e1.jpeg

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო უწყებასთან საპროტესტო აქცია იმართება. პარტიის "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთა კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, "ჯალათ მოსამართლეებს" უწოდებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ იძლევიან ოპტიმიზმის საფუძველს.   

"მოვედით რათა გავაპროტესტოთ ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. საქართველოს მომავალში არ არის ადგილი მართული სასამართლოსი. დაკომპლექტებული ისეთი ადამიანებით, რომლებსაც წარსული არ უწყობს იმისთვის ხელს, რომ ოპტიმისტურად შევხედოთ და ვიქონიოთ იმედი, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება და ჩვენი უფლებები დაცული იქნება,"-აცხადებს პარტია "სამართლიანობისთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თემურ რობაქიძე. 


close დახურვა