logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილი: ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ყველას თანადგომისათვის

28 დეკ 201913:15
3 წუთის საკითხავი
 
pwsi3l6h6siui21.jpg

გათავისუფლების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ის ყველას მადლობას უხდის გვერდში დგომისათვის.

„ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ყველას - ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით,  ცოტა დავწყნარდე და ყველას ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით. უდიდეს მადლობას მოვუხდი ყველა ჩემ მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ისეთი გაერთიანებული, როგორიც ჩემ გამო იყავით, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს სასიკეთო საქმე ვაკეთოთ,“ - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა 9 ნოემრერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.


close დახურვა