logo
ENG



ვაჟა სირაძე: საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია

16 აპრ 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. მან მძევლების ზუსტი რაოდენობა არ დააკონკრეტა და არც იმაზე ისაუბრა, რა მოთხოვნებით შეიჭრა პირი ბანკში. 

"თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი პირი, რომელმაც აიყვანა მძევლები. დაზიანება არავის მიუღია, მძევლები თავისუფლები არიან. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა. მძარცველმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ავლაბრის მეტრო დაკეტა და ტერიტორიიდან ხალხი გაიყვანა. 


close დახურვა