logo

ვართ თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს - სვანეთში დაკარგული მოზარდის მამა

clock 0 clock 1079 clock 01 აგვ 202012:50

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის მშობლები თბილისში იმყოფებიან და შვილს დედაქალაქში ეძებენ.

როგორც მოზარდის მამამ, დავით ფილფანმა „ფორმულას“ განუცხადა, შვილის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამთ. ილიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი ახალი არ გაუგიათ. ისინი გვეკითხებიან, კიდევ რით შეგვიძლია დავეხმაროთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისში და აქ ვეძებთ ჩვენს შვილს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ილიას დაკარგვის შესახებ. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემს შვილს მთელ ქვეყანაში ეძებენ“, - განაცხადა დავით ფილფანმა.

სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ილია ფილფანს, უკვე მე-15 დღეა, ეძებენ. მისი ძებნის სამუშაოებში 80 მაშველი, ვერტმფრენი და დრონები არის ჩართული. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა