ვარკეთილში ე.წ. სვანების ბაზრობის ერთ-ერთი საბითუმო მაღაზია გაძარცვეს. მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე ათასი ლარი წაიღო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
