![7jny0sp0fjbm3zy.jpg](/uploads_script3/news/7jny0sp0fjbm3zy.jpg)
ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.