logo
ENG



ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა

14 ივლ 202009:06
3 წუთის საკითხავი
clock 351
67oqcppgy2c41ql.jpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი დაბრუნდა.

უწყების ცნობით, მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტში ​გაიარეს.

"შემოწმების შემდეგ მოქალაქეები სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 96 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5600-მდე ადამიანია განთავსებული“,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა