logo
ENG



ვატიკანში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

06 დეკ 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
9yh9x1908ofjvco.png

ვატიკანში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. წმინდა პეტრეს მოედანზე ნაძვის ხე და შობის სცენა გაანათეს. ცერემონიას ორი ბავშვი უძღვებოდა.

26 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე წელს ვერცხლისფერი და ოქროსფერი სათამაშოებითა და ნათურებით მორთეს. შობის სცენა კი 23 ქანდაგებისგან შედგება. მათ დასამზადებლად იტალიაში ძლიერი შტორმის დროს წაქცეული ხეები გამოიყენეს. შობის სცენისა და ნაძვის ხის ნახვა მსურველებს წმინდა პეტრეს მოედანზე 12 იანვრამდე შეეძლებათ.


close დახურვა