logo
ENG



ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შესაძლოა შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდეს

28 აპრ 202120:56
3 წუთის საკითხავი
 

ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ცხოვრება გაუმარტივდეთ. ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლების ცნობით, აცრილებისთვის, შესაძლოა, საჯარო სივრცეში პირბადის სავალდებულოობა გაუქმდეს, გადაადგილების შეზღუდვა კი შემსუბუქდეს.

საკითხზე მომდევნო კვირას საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს - ჩინურ სინოფარმზე მოთხოვნა თბილისში მაღალია, რეგიონებში - დაბალი. 


close დახურვა