logo
ENG



ვაშაძე:ოცნებამ დაიმკვიდრა თაღლითის სახელი, ნუღარ შეირცხვენთ თავს, შეასრულეთ შეთანხმება

08 მაი 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

კუბილიუსის კრიტიკული განცხადება ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციისთვის არის გზავნილი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად აკვრიდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს მხარეებს შორის დადაებული შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული უარყოფითადად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. 

"ეს განცხადება კარგად ასახავს ზოგად დამოკიდებულებას, რაც დღესაა საერთაშორორისო თანამეგრობობაში ამ შეთანახმებასა და ზოგადად პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით საქართველოში. თუ არ მოხდება შეთანხმების დაცვა, და ეს ამ წერილში კარგადაა წარმოდგინელი, განსაკუთრებული აქ აღნიშნულია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, კონკრეტულად კი გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეები, მაშინ დამოკიდებულება იქნება გართულებული. არ მგონია საქართველოს დღეს სჭირდებოდეს რთული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან",-აცხადებს გიგი წერეთელი. 

კუბილიუსის მწვავე და კრიტიკული წერილი გასაკვირი არ აღმოჩნდა "ერთიანი საქართველოს" ლიდერისთვის. გიორგი ვაშაძის თქმით დღეს ხელისუფლება მატყუარას სტატუსითაა ცნობილი საერთაშორისო ასპარესსზე, ამიტომ მსგავსი კრიტიკა დასავლეთიდან კიდევ გაგრძელდება. 

"საქართველოს ყველა მოქალაქეს სუნდა გვაწუხებდეს, რომ "ოცნებამ" დაიმკვიდრა თაღლითისა და მატყუარას იმიჯი აშშ-სა და ევროპაში. აქედან გამომდინარე, ასეთი შეხსენებები ყოველთვის იქნება, რადგან ამ ადამაინებს მიუხედავად კოვიდისა, აწუხებთ საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა. ამიტომ "ქართულ ოცნებას" ვურჩევ, რომ ნუღარ შეირცხვენს თავს. სჯობს შეასრულოთ შეთანხება",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ვაშაძის მოსაზრებას იზიარებს სალომე სამადაშვილიც და აღნიშნავს, რომ  ხელისუფლების მიერ მსგავსი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება მათ შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზეც. ამიტომ, სამადაშვილის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია მმართველმა გუნდმა ამჯერად მაინც სწორი ნაბიჯები გადადგას.  

"შედგა საუბარი ბატონ კუბილიუსთან, მათ შორის ოპოზიციის სხვა წამრომადგენლების და ეს საუბარი შედგა მისი ინიციატივით. ის იყო უკიდურესად შეშფოთებული ქვეყანაში შექმნილი ვითარებითა და 8 მარტის ხელშეკრულების შეთანხმებით. შესაბამისად არ მიკვირს ის მიმართვა, რაც დღეს გავრცელდა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან რომ ხელისუფლება შეასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ვფიქრობ, რომ დღეს ამ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, პრობლემას შეუქმნის არამარტო "ქართულ ოცნებას", არამედ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს",-აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტიდან მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.  

 


close დახურვა