logo
ENG



ვაშაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც აღიარა შეცდომა

02 სექ 202112:34
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც აღიარა შეცდომა

ქართულმა ოცნებამ რის ვაი-ვაგლახით ხელი მოაწერა შეთანხმებას, ახლა გვიცხადებს, რომ დატოვა შეთანხმება. გუშინ გავიგეთ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა შეცდომა. დიახ, ნაციონალურმა მოძრაობა შეცდომა აღიარა, რომელიც მან დაუშვა მაშინ, როცა უარი თქვა თავის დროზე შეთანხმების ხელმოწერაზე და გავიხსენოთ, რამხელა კრიტიკის, თავდასხმისა და ლანძღვის ქარ-ცეცხლში იყო ის ოპოზიციურ ძალები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს ნათელი მაგალითია ორპოლუსიანობის, რომელიც უნდა შეიცვალოს.


close დახურვა