logo
ENG



ვაშაძე: ოცნებასთან შედარებით ქუჩაში გამოგვესლება და ხალხთან მიგვესვლება

30 ნოე 201921:41
3 წუთის საკითხავი
 
3i1z8zy69z7rbgr.jpg

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სანამ მმართველი გუნდი წაყენებულ მოქალაქეების მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება.

ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.

„ბიჭებო და გოგოებო, მოემზადეთ 2020 წლის არჩევნებისთვის იმ ფორმით, რა ფორმითაც შემოგთავაზებთო. ერთი რამ ზუსტად ვიცი და შემიძლია თქვენი ეთერით ვთქვა, სანამ არ იქნება შეთანხმება, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, ოპოზიციურ ერთობასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, მანამ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება. არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველია, რომ საპროტესტო აქცია შეწყდეს. მეორე, არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებულ ოპოზიციაში ვგულისხმობ იმ გაერთიანებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი ფრონტით ვმონაწილეობდით. რესურსების თვალსაზრით, თანაფარდობა განსხვავებულია, მაგრამ მეორე მხრივ, უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს - ქუჩაში გამოგვესლება და ხალხთან მიგვესვლება. ოცნების წარმომადგენლებმა რომ იცოდნენ მათზე რას ამბობენ მეტროში, ქუჩაში და ა.შ. დარწმუნებული იყავით, ასე წყნარად არ იქნებოდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ. 


close დახურვა