ოპოზიცია ისევ სწრაფი ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე ტესტების არარსებობაში საქართველოს პრემიერმინისტრს ადანაშაულებს.
„ახალი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-თან საბრძოლველად გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა არასწორი გზა აირჩიეს და საბოლოოდ, მათი გადაწყვეტილება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ვაშაძე კოვიდ-19-ის სხვადასხვა კლასტერზე საუბრობს, მათ შორის ეროვნული ბანკის კლასტერზეც, რომლებშიც, მისი აზრით, სწრაფი ტესტებით გამოკვლევის შედეგად, ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებოდა. ამით კი ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდ აფეთქებას თავიდან აიცილებდა.
„ყველა ბოლო შემთხვევა, ეს იქნება ქობულეთი, ვანი, ბათუმი, თემქა, მარნეული არის გამოწვეული იმიტომ, არ ტარდება დიაგნოსტიკა დროულად. არ ვიცით რამდენიმე უსიმპტომო ადამიანი დადის, რომელთაც შეიძლება დააავადონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ვირუსით მძიმედ დაავადდებიან.
სანამ მასიური დიაგნოსტიკა არ დაიწყება, კარანტინის მოხსნაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ბრძოლის მთავარი იარაღი არ გვაქვს - დიაგნოსტიკის შესაძლებლობა. ხალხს ვკეტავთ სახლებში და შიმშილის პრობლემის წინაშეც ვაყენებთ, ეს გახარიას პასუხისმგებლობაა პირადად“, - აცხადებს ვაშაძე.