logo
ENG



ვაშაძე: ყველა საკითხი ისევ დგას, შეთანხმების გარეშე, ცალკე არ განვიხილავთ შესვლას

08 დეკ 202021:22
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/to1555e5n0c1j9i.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

"შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ კიდევ მოლაპარაკებებს", - ამბობს ვაშაძე და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ერთობლივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სტრატეგია აღმაშენებელი საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის. 

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე საპარლამენტო და თვითმმართველობის საარჩევნო სისტემების რეფორმაზე ისაუბრა. 

"იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს არჩევნებში", - ამბობს ვაშაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოპოზიციის სხვა მოთხოვნებზე, ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ქართული ოცნების წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ. 

"თუ არ დათანხმდა ქართული ოცნება ამ საკითხებს, ცალკე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას", - ამბობს ვაშაძე, - "ყველაფრის რისკი არსებობს, შეიძლება [მოლაპარაკებები] ჩაიშალოს, შეიძლება შედგეს, შეიძლება არ შედგეს". 


close დახურვა