logo
ENG



ვაშაძე ენმ-ის გადაწყვეტილებაზე: საღმა აზრმა გაიმარჯვა

05 ივნ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას თბილისში, 6 ოლქის დათმობასთან დაკავშირებით, მიესალმება. 

როგორც ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, თბილისში დარჩენილ ოლქებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კონსულტაციები გაიმართება. ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ენმ-ის გადაწყვეტილებით საზოგადოებამ ოპოზიციის ერთსულოვნება დაინახა. 

რაც შეეხება იმას, თუ სად იყრის კენჭს თავად ვაშაძე, მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ვაკეში მოხდეს. 

"მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმებას. სწორედ ეს არის სვლა საერთო შეთანხმებისკენ. ამიტომ ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი. საღი აზრი პრობლემურ აზრებს სძლევს. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები აუცილებლად დავდგებით და ვითანამშრომლებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, გვექნება დისკუსია. მთავარია ხალხს ვაჩვენეთ, რომ ძალა ერთობაშია და ოპოზიცია ერთსულოვანია. საღმა აზრმა გაიმარჯვა და ამ გამარჯვების გზით ვივლით ოქტომბრამდე. ლოგიკურად მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. იქით კვირას არ გადაცდება ეს პროცესი, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული პოზიციები გვექნება. სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ ჩემზე ყველაზე რთული ოლქი ავიღო, იმიტომ რომ არასდროს გავურბი ყველაზე რთულ საქმეს. არ გამოვრიცხავ ვაკეშიც ვიყარო კენჭი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  


close დახურვა