logo
ENG



ვაშაძე ღარიბაშვილს: არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი, ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდში

13 მარ 202311:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/8aq89o818g4l20x.png

ძალა ერთობაშია და ნამდვილად, ერთიანობამ მოიტანა ეს შედეგი, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვნახეთ, რომ დაიხიეს უკან, რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც არის რუსეთთან კვლავ სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით. გუშინ ღარიბაშვილი, როგორ თავხედურად, როგორ მხდალად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება კიდე იქით. მისი მუქარის არავის არ ეშინია. ვეუბნები პირადად ღარიბაშვილს, არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი და არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს, ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდში და ერთიანობით არავის მივცემთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ, ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არის გამოსაყოფი ამ შემთხვევაში. მეორე ამოცანა რაც გვაქვს, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. არსებობს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ევროკავშირის მხრიდან გადადგას ნაბიჯები, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვეუბნები იგივე კობახიძე- ღარიბაშვილს და ამ რეჟიმს, რომ თქვენი თაღლითური კანონები ამიერიდან აღარ გავა და უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. 


close დახურვა