ვაშინგტონის პოლიციამ მსახიობი ჯეინ ფონდა დააკავა. 81 წლის ოსკაროსანი მსახიობი, კაპიტოლიუმის კიბეზე აიყვანეს, სადაც ის კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ლოზუნგით გამოვიდა.
მსახიობის განცხადებით, ის თანამოაზრეებთან ერთად კაპიტოლიუმის შენობასთან აქციებს ყოველ პარასკევს გამართავს. ჯეინ ფონდამ პოლიტიკურ ლიდერებს, კლიმატის მოსალოდნელი კატასტროფის აღსაკვეთად საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მსახიობთან ერთად პოლიციამ კიდევ აქციის 16 წევრი დააკავა.