logo
ENG



ვახტანგ გომელაური: დავით ხვიბლიანი ერთერთი მძევალი იყო

22 ოქტ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დავით ხვიბლიანი ერთერთი მძევალი იყო. მანამდე მინისტრს ჟურნალისტებმა კითხეს, იყო თუ არა ამ სახელისა და გვარის ადამიანი თავდამსხმელის თანამზრახველი.

კითხვაზე, ყავდა თუ არა თავდამსხმელს სხვა თანამზრახველი, გომელაური პასუხობს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"შეიძლება, რომ 10 ადამიანი იყო თანამზრახველი. ვერავინ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიდის. არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები". 

დღეს, 22 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმიდან მეორე დღეს, მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, ზოგიერთის თანახმად, დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი იყო. 

 


close დახურვა