logo
ENG



ვენაში ახალი ელჩი ციხელაშვილი იქნება-საკადრო ცვლილებები საგარეო უწყებაში

22 მაი 202013:14
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ვენაში საქართველოს ელჩად დაინიშნება.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით - მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას. ჩემი ინიციატივით მოხდა მისი დაბრუნება, რადგან ის იყო სამინისტროს კადრი. შემდგომ ის იყო კერძო სტრუქტურებში და მე მას ვთხოვე, რომ კრიზისულ პერიოდში გვერდით დაგვდომოდა. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისის პერიოდში, მაგრამ მე მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზება კერძო სექტორიდან და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიხეილ ნინუას ყოველთვის ჩვენი გუნდის წევრად მოვიაზრებ. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის ნაცვლად დაინიშნოს ალექსანდრე კონსტანტინიდი, ისიც გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. ვფიქრობ, ეს კარგი დანიშვნაა.

"გვეყოლება ახალი სპიკერი. ამ ფუნქციას შეასრულებს ქალბატონი მარიამ ნარჩემაშვილი.

"ახალი ელჩებიც გვეყოლება. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა საქმიანობა. ჩვენ მივიღეთ გადაყვეტილება, რომ მისი გამოცდილება გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და ის საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე - ის იქნება ნატო-ში ჩვენი წარმომადგენელი. 

"გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში ქალაბტონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. მისი გამოცდილება იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უკრაინაში, ელჩი თბილისშია. ორკვირიანი კარანტინი უსრულდება ორშაბათს და ორშაბათს ის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ჩვენ ბუნებრივია დავიცავით ყველა გაწერილი პროცედურა. ორშაბათს ყველა დეტალს გავივლილით. მომავალ ჩევნს ურთიერთობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვაგრძელებთ უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.


close დახურვა