ვენაში კვლავ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები დედაქალაქის ცენტრში სინაგოგასთან მომხდარი თავდამსხმელების დაკავებას ცდილობენ.
როგორც ავსტრიის პოლიცია აცხადებს, ერთერთი თავდამსხმელი მოკლულია, ასევე დაიჭრა სამართალდამცველიც.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ინციდენტი ტერაქტად შეაფასა.