მანჩესტერ "სიტისა" და ბელგიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ვენსან კომპანიმ, 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
კომპანი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მშობლიურ "ანდერლეხტში" დაიწყო, სწორედ სამშობლოში დაასრულა კარიერა. ის დღეიდან ბელგიური კლუბის მთავარი მწვრთნელი იქნება.
მთავარი მწვრთნელის რანგში ის 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება. მას კარიერაში 533 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 31-ჯერ გამოიჩინა.